ელდორა
ელდორა არის სელექციურ-სისტემური მოქმედების ჰერბიციდი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ. გამოიყენება სიმინდის კულტურაში.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| მოქმედების ტიპი | სელექციური ჰერბიციდი |
| მოქმედი ნივთიერება | ნიკოსულფურონი |
| პრეპარატული ფორმა | სუსპენზიის კონცენტრატი |
ფოთოლში შეწოვის შემდეგ ნიკოსულფურონი სწრაფად გადაადგილდება ზრდის წერტილებისკენ და ხელს უშლის უჯრედების დაყოფას. არ გადააჭარბოთ ელდორათი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება .
გამოყენება
ბალახოვანი სარეველები: 2-6 ფოთლის ფაზამდე ან 2-6 ფოთლის ფაზაში. ფართოფოთლოვანი სარეველები: ადრეულ პერიოდში, 2-6 ფოთლის ფაზაში.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| სიმინდი | სიმინდის 4-8 ფოთლის ფაზა | 1.2-1.5 | 56 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| ნიკოსულფურონი | 40 |
მსგავსი პროდუქცია
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.



