დეტოლი კლეთ დი
დეტოლ კლეთ დი – სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი ფართოფოთლოვან კულტურებში გამოსაყენებლად. მოქმედებს ერთწლიან და მრავალწლიან წვრილფოთლოვან კულტურებზე ზრდის საწყის ეტაპებზე. დამუშავებიდან 7 დღის განმავლობაში სამიზნე მცენარეები წყვეტენ ზრდას, ხოლო შემდეგ ეტაპობრივატ იწყება ხმობა.
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| მოქმედების ტიპი | სელექციური ჰერბიციდი |
| სამიზნე | ერთწლოვანი ბალახოვანი სარეველები |
| კულტურა | დოზირება ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი | კონტროლირებადი სარეველა |
| ბოსტნეული | 0.15-0.5 | 1 დღე | ერთწლოვანი ბალახოვანი სარეველები |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
ტრინიტი
ტრინიტი არის სელექციური ჰერბიციდი ნიადაგზე ზემოქმედებისთვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესების მარცვლოვან და ორლებნიან სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის აფერხებს უჯრედების გაყოფას და სიცოცხლისუნარიანობას სარეველას ფესვებსა და ყლორტებში
ტრინიტის უპირატესობები
✔️ სარეველების გრძელვადიანი კონტროლი;
✔️ შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ერთწლიან ბალახებზე;
✔️ აღმოცენებამდელი და აღმოცენების შემდგომი მოქმედება (ადრეულ ეტაპებზე);
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;



