დეტოლი კლოდი
დეტოლი კლოდი არის აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოირჩევა შერჩევითი მოქმედებით -ეფექტურად მოქმედებს ხორბლის ნათესებში გავრცელებული სარეველების წინააღმდეგ -ჩვენს კულტურაზე ზიანის მიყენების გარეშე.
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| მოქმედების ტიპი | ჰერბიციდი მარცვლოვანი კულტურების ნათესებისთვის |
| სამიზნე | ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები |
აღსანიშნია რომ პრეპარატი განსაკუთრებული ეფექტურობით მოქმედებს შვრიუკას წინააღმდეგ. მოქმედებს სწრაფად.პრეპარატით დამუშავებული სარეველა წყვეტს ზრდას- დამუშავებიდან 48 საათის განმავლობაში. დამუშავებიდან 1 –3 კვირაში კი სარეველას აქტიურად მზარდი წერტილები იწყებენ ხმობას და ყვითლდებიან.კლოდინაფოპ- პროპარგილი აინჰიბირებს ფერმენტ აცეტილ A კარბოქსილაზას (ACCase), რომელიც პასუხისმგებელია ცხიმების სინთეზზე.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება (ლ/ჰა) | სარგებელი |
| ხორბალი | შვრიუკა, ბურჩხა, მელაკუდა, ძურწვა, მწყერფეხა, თივაქასრა, ცოცხა და სხვა ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები |
0.2–0.3 | შეასხურეთ სარეველას ღეროსა და ფოთლებზე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| კლოდინაფოპ-პროპარგილი | 240 |
| კლოკინტოცეტ-მექსილი | 60 |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.



