მონეტტი
მონეტტი არის სელექციური სისტემური ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება სიმინდის კულტურაში ფართო და ვიწრო ფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ . პრეპარატის გსმოყენებისთანავე სარეველას აჩერებს ზრდას.
| მწარმოებელი | Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| სამიზნე | ჯიჯლაყისებრნი,შალაფა,ხვართქლა |
| პრეპარატული ფორმა | ზეთზე დაფუძნებული სუსპენზიის კონცენტრატი |
პესტიციდში არსებული ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, მეზოტრიონი პირდაპირ აფერხებს კაროტინოიდების ბიოსინთეზს (სარეველებში), ანადგურებს ქლოროფილს და კლავს სარეველას. პირველი ეფექტის შეიმჩნევა შესაძლებელია ერთ კვირაში, ხოლო ნაკვეთი სარეველებისგან თავისუფლდება 15-20 დღეში . მონეტტი გამოიყენება მხოლოდ სიმინდისთვის.
| კულტურა | დოზირება ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი |
კონტროლირებადი სარეველა
|
| სიმინდი | 2 | 1 დღე |
ჯიჯლაყასებრნი,თეთრი
ნაცარქათამა,შვია , ბურჩხა, ღორის ბირკა |
| სიმინდი | 2,5 | 1 დღე | შალაფა |
| სიმინდი | 3 | 1 დღე |
ხვართქლა, ჰიბისკუსი,
ძაღლყურძენა |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/კგ |
| მეზოტრიონი | 37.5 |
| ნიკოსულფურონი | 15 |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;
დეტოლი გლიფო 680
პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.



