ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;
| მწარმოებელი |
Hektaş |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა |
თურქეთი |
| მოქმედი ნივთიერება |
მეტალური სპილენძი |
| პრეპარატული ფორმა |
წყალში ხსნადი ფხვნილი |
იდეალურ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დაავადების ხილვამდე ან დაუყოვნებლივ, როდესაც შეინიშნება მათი პირველივე სიმპტომები. ისინი ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბაქტერიული დაავადებების მართვასა და სხვა ფუნგიციდების რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრაში – რამეთუ დაავადება ვერ ხდება რეზისტენტული სპილენძის მიმართ.
| კულტურა | დაავადებები | დოზირება | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ჭრაქი | 500 გ/100ლ | 14 დღე |
| ატამი | ფოთლის სიხუჭუჭე | 1.5-7.5 კგ/ჰა | 14 დღე |
| ვაშლი | ქეცი | 1-2.5 კგ/ჰა | 14 დღე |
| ციტრუსი | ფიტოფტორა | 500 გ/100ლ | 14 დღე |
| პომიდორი | ფიტოფტორა | 4 კგ/ჰა | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| მეტალური სპილენძი | 20 |




