ნო-ფლაი
ნო-ფლაი არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედების დამსახურებით აცეტამიპრიდი ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ორგანოში, რის გამოც ნო-ფლაის ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც კი. გამოიყენება ყველა კულტურაში. შესაბამისად, მავნებლები იღუპებიან არა მარტო პრეპარატთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების შემდეგ. არ გადააჭარბოთ ნო-ფლაით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
| მწარმოებელი | Ferbis |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | თურქეთი |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი ფხვნილი |
| მოქმედი ნივთიერება | აცეტამიპრიდი |
| კულტურა | მავნებლები | დოზირება (ლ/ჰა) | ლოდინის პერიოდი |
| ვაშლი | ვაშლის ბუგრი | 0,3 – 0,5 | 14 დღე |
| ვაზი | ბუგრი | 0,3 – 0,5 | 14 დღე |
| ატამი, ალუბალი | ბუგრი | 0,3 – 0,5 | 14 დღე |
| საზამთრო | ბუგრი | 0,3 – 0,5 | 14 დღე |
| ხორბალი | პურის ბზუალა, ბაღლინჯო, მავნე კუსებურა | 0,2 – 0,4 | 14 დღე |
| პომიდორი, წიწაკა, კარტოფილი | ბუგრი, ფრთათეთრა ,ბაღჩის ბუგრი , ბამბის ხვატარი, კოლორადოს ხოჭო |
0,5 – 0,8 | 14 დღე |
| კიტრი | ფრთათეთრა, სათბურის ფრთათეთრა | 0,3 – 0,5 | 14 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| აცეტამიპრიდი | 20 |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი ემა
დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ.
დეტოლი ემას უპირატესობები
✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ;
✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.




