ჩვენება 9 12 18 24

ალფოსეთილი

ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

კობოქსი

კობოქსი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების კონტროლისთვის ყველა კულტურაში. კობოქსის უპირატესობები ✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ; ✔️ მარტივი გამოყენება და ხსნადობა; ✔️ ხანგრძლივი მოქმედება და სხვა პრეპარატებთან თავსებადობა;

კუპროზინი 35 სფ

კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.  

ჯამერი

ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.

ჰექტაშ ბორდო

ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან. ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები ✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ; ✔️ პრევენციული მოქმედება; ✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;