ჩვენება 9 12 18 24

გარსია

გარსია არის ფუნგიციდი, რომელიც იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ის მუშაობს სპორების გაღივების, გაღივების მილების, მიცელიუმის განვითარებისა და სპორების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

კობოქსი

კობოქსი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების კონტროლისთვის ყველა კულტურაში. კობოქსის უპირატესობები ✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ; ✔️ მარტივი გამოყენება და ხსნადობა; ✔️ ხანგრძლივი მოქმედება და სხვა პრეპარატებთან თავსებადობა;

მირიქალი

მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.

ნო-ფლაი

ნო-ფლაი არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედების დამსახურებით აცეტამიპრიდი ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ორგანოში, რის გამოც ნო-ფლაის ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც კი. გამოიყენება ყველა კულტურაში. შესაბამისად, მავნებლები იღუპებიან არა მარტო პრეპარატთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების შემდეგ. არ გადააჭარბოთ ნო-ფლაით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.