ჩვენება 9 12 18 24

არვიკა

არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი არვიკას უპირატესობები ✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ; ✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი; ✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;

პიგალუსი

პიგალუსი არის ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ძირითადად სოკოვან დაავადებებს. გამოიყენება ნაცრისთვის ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, ასევე ეფექტურია ჭრაქის, ანთრაქნოზისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ფუდინი

ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.