ანტიფოამ პრო
| კულტურები | ყველა კულტურა |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | გერმანია |
| პრეპარატული ფორმა | სითხე |
| მწარმოებელი | Lebosol |
დანამატი ქაფის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად და გასაქრობად. გამოიყენებამცენარეთა დაცვის საშუალებების სამუშაო ხსნარების მომზადებისა და თხევადი სასუქის რეზერვუარების შევსების დროს. ლებოსოლ ანტიფოამ პრო თავსებადია ყველა გავრცელებულ მცენარეთა დაცვის საშუალებასთან. პროდუქტი ყოველთვის დაამატეთ ავზში პირველ კომპონენტად, სანამ სხვა პრეპარატებს დაამატებთ. ჩაამატეთ ავზში არსებულ წყალშისამუშაო ხსნარის მომზადებამდე. ოპტიმალური შედეგის მისაღებად, აუცილებელია ავზში სითხის მუდმივი მორევა.
დოზირება და გამოყენების ფორმა
| კულტურა | დოზირება მლ/100ლ წყალზე |
| ყველა კულტურა | 1.5 |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| პოლიდიმეთილსილოქსანი | 26% |
მსგავსი პროდუქცია
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.



