Anakin FAO 500
| კულტურები | სიმინდი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | საფრანგეთი |
| მწარმოებელი | Lidea |
| მარცვლის დიამეტრში | 16.8 |
| ათასი მარცვლის წონა | 374 |
| მარცვალი რიგში | 28.5 |
მარცვლის მოსავლის პოტენციალი
Anakin FAO 500 გამოირჩევა მარცვლის მოსავლის მაღალი პოტენციალითა და სტრესული პირობების (მათ შორის ქარის) მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით. ეს არის კბილისებური ტიპის მაღალი მცენარე, რომლის ტაროც ღეროს შუა ნაწილშია მიმაგრებული. ჯიში ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე მოითხოვს 1970° ჯამურ ტემპერატურას, ხოლო თესვის რეკომენდებული ნორმა ჰექტარზე, პირობების შესაბამისად, 75,000-დან 88,000 მარცვლამდე მერყეობს.
| მახასიათებელი | შეფასება | |
| ადრეული ზრდა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: ჩაწოლა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: გადაფშუტვა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: ტაროს ფუზარიოზი | კარგი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
| მარცვლის შრობა | სწრაფი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
მსგავსი პროდუქცია
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;
ჯამერი
ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.


