დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების – ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
| მწარმოებელი | Dettol |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ჩინეთი |
| მოქმედების ტიპი | ჰერბიციდი მარცვლოვანი კულტურების ნათესებისთვის |
| სამიზნე | ფართოფოთლოვანი სარეველები |
დეტოლ 2.4 დ არის აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების – ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ. პრეპარატი გამოყენებისთანავე იჭრება მცენარეში, აჩერებს სარეველების ზრდის ჰორმონს და ამინომჟავების ბიოსინთეზს. დეტოლ 2.4 დ არის ეფექტური სელექციური ჰერბიციდი და მოქმედებს ფართოფოთლოვანი სარეველების დიდ სპექტრზე.
| კულტურა | გამოყენება | დოზირება (ლ/ჰა) | რეკომენდაცია |
| მარცვლეული | ფართოფოთლოვანი სარეველები | 1.5ლ/ჰა | გამოიყენეთ მცენარის ბარტყობის ფაზიდან აღერების ფაზის ჩათვლით. სიმინდის ნათესებისთვის ამოიყენეთ 3-5 ფოთლის ფაზაში. შეეცადეთ რომ გამოყენებისას ნათესიც და სარეველებიც იყოს მშრალი |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | გ/ლ |
| 2.4-დ ამინი | 625 |
მსგავსი პროდუქცია
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
დეტოლი გლიფო 680
პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ხსნადი გრანულების სახით, რაც მას აქცევს უფრო მეტად კონცენტრირებულ ჰერბიციდად, ვიდრე თხევადი ჰერბიციდები. იგი იხსნება წყალში ძალიან სწრაფად. საუკეთესო შედეგი დგება სარეველების აქტიური ვეგეტაციის ფაზაში გამოყენებისას. მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;


