ერიზო
ერიზო არის ორგანული, Bacillus sublis- ზე დაფუძნებული ფუნგიციდი. მისი შემცველი მცენარეული ამინომჟვები აზოგინებენ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ენერგიას, ხოლო ბაქტერიები გამოყოფენ პათოგენისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. პროდუქტის გამოყენება შეიძლება მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის გარეშე. აუცილებელია მიმწებებლის გამოყენება
| მწარმოებელი | Rovensa next |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | ესპანეთი |
| მოქმედი ნივთიერება | Bacilus subtilis, წყალში ხსნადი მანგანუმი (Mn) |
| პრეპარატული ფორმა | წყალში ხსნადი გრანულები |
| კულტურა | დაავადებები | დოზირება (ლ/100ლ) | ლოდინის პერიოდი |
| ვაზი | ნაცარი | 0,5 | 0 დღე |
| ხეხილი | ნაცარი, ქეცი | 0,5 | 0 დღე |
| თხილი | ნაცარი | 0,5 | 0 დღე |
| კურკოვანები | ნაცარი, მონოლიოზი | 0,5 | 0 დღე |
| კენკროვანები | ნაცარი, ჟანგა | 0,5 | 0 დღე |
| ძაღლყურძენასებრთა | ნაცარი | 0,5 | 0 დღე |
| გოგრისებრეული | ნაცარი | 0,5 | 0 დღე |
შემადგენელი ნივთიერება
| შემადგენელი ნივთიერება | % |
| წყალში ხსნადი მანგანუმი (Mn) | 6 |
| Bacillus subtilis |
მსგავსი პროდუქცია
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ფლუაზინოვა პლუსი
ფლუაზინოვა პლუსი არის ძლიერი დამცავი ფუნგიციდი. იგი წარმოადგენს კონტაქტურ ფუნგიციდს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატით მთლიანი მცენარის დაფარვა. მას აქვს ძლიერი მოქმედება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაზში ბოტრიტისის, ჭრაქისა და ფომოფსისის, ხეხილში ქეცის, ხოლო სხვა კულტურებში ფიტოპტორის საკონტროლოდ. პრეპარატი ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.




