გოგირდის როლი მცენარისთვის
- ცილების სინთეზი: აუცილებელია ისეთი ამინომჟავებისათვის, როგორიცაა ცისტეინი და მეთიონინი; ასევე კოენზიმი A და ვიტამინები;
- აზოტის რეგულაცია მცენარეში;
- ზეთის სინთეზი ზეთოვან მცენარეებში;
- მონაწილეობს გლუტენის დისულფიდური ხიდების შექმნაში;
- გლუტათიონის რედოქს სისტემის აქტიური კომპონენტია;
- ზრდის რეზისტენტობას;
- აუმჯობესებს მოსავლიანობასა და პროდუქტების ხარისხს.
რა ხდება დეფიციტის დროს?
დეფიციტის დროს ახალგაზრდა ფოთლებს ეძლევათ მონაცისფრო, მოყვითალო შეფერილობა, ზეთის შემცველობა მცირდება, ყვავილის ფერი მკრთალდება, მომწიფება იგვიანებს, ზრდა ფერხდება.
რა ფაქტორები ზრდის აზოტის დეფიციტის ალბათობას?
- დაბალი pH;
- მსუბუქი ან ქვიშიანი ნიადაგი, რომელიც ადვილად ირეცხება;
- დაბალი ჰუმუსის შემცველობა;
- ცუდად აერაციის მქონე ნიადაგი.
