ფოსფორის საჭიროება მცენარისთვის
ფოსფორი შედის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში, შესაბამისად ეს ელემენტი შეგვხვდება ყველა უჯრედში. მნიშვნელოვანია ცილების და ნახშირწყლების სინთეზისთვის, უჯრედის გაყოფისთვის და ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. ფოსფორი აუცილებელია ფესვის განვითარებისთვის, შესაბამისად პირველი გამოკვების დროს სწორედ ამ ელემენტს ექცევა ყურადღება.
უჯრედების დაყოფა;
ფოსფორი ჩართულია ფოტოსინთეზის პროცესში. გარდა ამისა, უმინშვნელოვანეს როლს ასრულებს ფესვების სწორი ზრდისა და ყვავილობის პროცესში;
ფოსფორის დეფიციტის სიმპტომები
დეფიციტი აფერხებს მცენარის ზრდას, ამცირებს ნაყოფის შენახვადობის ხარისხს. მთავარი სიმპტომია ქვედა იარუსის ფოთლებზე ალისფერი შეფერილობა.
რა ფაქტორები ზრდის ფოსფორის დეფიციტის ალბათობას?
მჟავე ან ძლიერ ტუტე (კირქვოვანი) ნიადაგი;
დაბალი ჰუმუსის შემცველობა;
სიცივე ან ტენიანობა;
ცუდად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე კულტურები;
რკინისა და ალუმინის მაღალი შემცველობა.
