კალციუმის საჭიროება მცენარისთვის

მნიშვნელოვანია უჯრედის კედლის სტაბილიზაციისთვის, ამაგრებს ნაყოფს, უჯრედის კედლის გახევებით ამცირებს უჯრედიდან წყლის აორთქლების რაოდენობას, შესაბამისად არ იკარგება მასა. ზრდის პროდუქტის შენახვადობის ვადას. არეგულირებს უჯრედის მემბრანის აქტივობას, მის გამტარიანობას. მონაწილეობას იღებს უჯრედების დაყოფასა და ელონგაციაში.

  • მოსავლის აღებისა და შენახვის შემდგომ დაავადებებისადმი მგრძნობელობის შემცირება;
  • კალიუმთან ერთად ნაყოფის დამწიებისას აუცილებელია დიდი რაოდენობით კალციუმი. განსაკუთრებით მნიშველოვანია ყვავილობიდან მოსავლის აღებამდე;
  • უჯრედის მემბრანების სწორი ფუნქციონირება;
  • მემბრანის გამტარიანობა (ნივთიერებების შერჩევითი გავლა);
  • უჯრედების დაყოფა და უჯრედების დაგრძელება.

კალციუმის დეფიციტის სიმპტომები

კალციუმის დეფიციტის სიმტომებია: ფოთლის წვეროს დამწვრობა, ზრდის წერტილების დაზიანება, ნაყოფის სირბილე. მცირდება პროდუქტის შენახვადობა, ნაყოფის ბოლოები იწყებენ ლპობას.

რა ფაქტორები ზრდის კალიუმის დეფიციტის ალბათობას? 

  • მჟავე ნიადაგი;
  • ქვიშიანი ან მსუბუქი ნიადაგი;
  • ნიადაგის მაღალი ნატრიუმის შემცველობა;
  • ანტაგონიზმი ამიაკით, კალიუმით, მაგნიუმით;
  • მაღალი აზოტის ან კალიუმის შემცველობა ნაყოფში.