ბორის საჭიროება მცენარისთვის

ბორი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ყვავილობისთვის. ის პასუხისმგებელია ყვავილის ხარისხზე, მტვრის მარცვლების წარმოქმნასა და გაღივებაზე, გამონასკვაზე, უჯრედის კედლის სტაბილიზაციაზე და უჯრედის გაყოფაზე. ასევე არის აუქსინების, ზრდის ჰორმონის ნაწილი.

  • ყვავილის ხარისხი;
  • ყვავილების ყინვაგამძლეობა;
  • უჯრედის კედლის ფორმირება/უჯრედული კედლის სტაბილურობა;
  • მტვრის მილის განვითარება და მტვრის აღმოცენების სიჩქარე;
  • უჯრედების დაყოფა.

რა ხდება ბორის ნაკლებობის დროს?

ბორის დეფიციტის დროს ხმება ზრდის წერტილები, სკდება მცენარის ქსოვილი, დეფორმირდება, მშრალად ლპება ნაყოფი და გული, მცირდება ყვავილობის ხარისხი და გამონასკვული ნაყოფის რაოდენობა.

რით არის გაძლიერებული ბორის დეფიციტი?

  • მაღალი pH;
  • ქვიშიანი ნიადაგი;
  • აზოტის მაღალი შემცველობა ნიადაგში;
  • სიცივე და ტენიანობა.