კალიუმის როლი მცენარისთვის
მნიშვნელოვანია მცენარის ტურგორისთვის, ოსმოსური წნევის გადანაწილებისა და რასპირაციისთვის. დიდ როლს თამაშობს მცენარის ყინვისა და გვალვის რეზისტენტობაში, ნივთიერებათა ტრანსპორტში, ნახშირწყლების, ისეთი როგორც ცელულოზისა და ჰემიცელულოზის, წარმოქმნისთვის, მეტაბოლიზისთვის. აქტივატორია მრავალი ფერმენტული რეაქციის.
- ფერმენტებისა და კოენზიმების გააქტიურება;
- ცილების, ფოტოსინთეზისა და ნახშირწყლების სინთეზი;
- ენერგიის მეტაბოლიზმის რეგულაცია;
- სტომის გახსნის კონტროლი და ტურგორული წნევის შენარჩუნება;
- ნახშირწყლებისა და ცილების ტრანსპორტირება;
რა ხდება დეფიციტის დროს?
დეფიციტი გამოიხატება აპექსის – ზრდის წვეროს ხმობით, ფოთლის კიდეების დამწვრობით, საბოოოდ ფოთლის ნეკროზით. რადგან დეფიციტი შეაფერხებს ცელულოზისა და ჰემიცელულოზის წარმოქმნას, მარცვლოვანთა ღეროები დაიწყებენ ჩაწოლას.
რა ფაქტორები ზრდის აზოტის დეფიციტის ალბათობას?
- დაბალი pH;
- ქვიშიანი ან მსუბუქი ნიადაგი;
- ძლიერი წვიმები ან გადაჭარბებული მორწყვა;
- მძიმე თიხიანი ნიადაგი, რომელიც კალიუმით ღარიბია;
- ნიადაგის დაბალი კალიუმის რეზერვი;
- ნიადაგში მაგნიუმის მაღალი შემცველობა.
