ჩვენება 9 12 18 24

იდაი კობრე

ნახევრად სისტემურ-კონტაქტური, სპილენძის ბიოლოგიური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი. ასევე გამოიყენება, როგორც სპილენძის დეფიციტის შემსწორებელი, რომელიც არ აფერხებს მცენარის განვითარებას ✔️ სისტემურ-კონტაქტური მოქმედება; ✔️ ბიოლოგიური და ეკოლოგიური სისუფთავე; ✔️ მრავალფუნქციურობა;

კუპროზინი 35 სფ

კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.  

მანჩეტი

მანჩეტი არის კონტაქტური, ფართო სპექტრის, პრევენციული ფუნგიციდი. იგი ხელს უშლის სპორების გაღივებას, სოკოს მიცელიუმის ზრდას სუნთქვის პროცესში სხვადასხვა ფერმენტების ჩარევით და ხელს უწყობს მრავალწლიანი კულტურების ჯანსაღ ზრდას.

პიგალუსი

პიგალუსი არის ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ძირითადად სოკოვან დაავადებებს. გამოიყენება ნაცრისთვის ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, ასევე ეფექტურია ჭრაქის, ანთრაქნოზისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ფუდინი

ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.