ჩვენება 9 12 18 24

არვიკა

არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი არვიკას უპირატესობები ✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ; ✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი; ✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;

კაირა

კაირა არის სისტემური, ფართო სპექტრის ფუნგიციდი , რომელიც შეიცავს აზოქსისტრობინს. პრეპარატი ეკოლოგიურად სუფთაა და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე.

მირიქალი

მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.

პიგალუსი

პიგალუსი არის ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ძირითადად სოკოვან დაავადებებს. გამოიყენება ნაცრისთვის ძაღლყურძენასებრთა და გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში, ასევე ეფექტურია ჭრაქის, ანთრაქნოზისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.