Showing all 6 results

ჩვენება 9 12 18 24

ალფოსეთილი

ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

დეტოლი გლიფო 540

დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.

დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები

✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;

თხევადი გოგირდი

თხევადი გოგირდი სკ გამოირჩევა როგორც ფუნგიციდური, ისე აკარიციდული მოქმედებით. პროდუქტი ფორმულირებულია კონცენტრირებული სუსპენზიის სახით. მისი შერევა შესაძლებელია მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან. კარგად ემაგრება მცენარეს და უმჯობესდება გადაადგილება.

კაოს XT

კაოს XT-ს უპირატესობები:

✔️ თავისუფალი ამინომჟავების კომპლექსური მოქმედება, რომელიც აუმჯობესებს შთანთქმის პროცესებს და ზრდის მცენარეთა მედეგობის უნარს სტრესის მიმართ.;
✔️ შემადგენლობას ანიჭებს სტაბილურობას, ხელს უწყობს ეფექტურ მოძრაობასა და კომპონენტების ოპტიმალურ ათვისებას.;
✔️ ბორი კომპლექსირებულია ეთანოლამინთან, რაც უზრუნველყოფს ქსოვილის მდგრადობას და მოქმედებს როგორც კალციუმის გადამტანი.;
✔️ კალციუმი კომპლექსირებულია ნატრიუმის ლიგნოსულფონატთან, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურულ ფუნქციას (ქსოვილის მდგრადობა), უჯრედის ოსმოსური წნევის რეგულირებას და საჭირო მაკროელემენტების მიწოდებას.

 

კუპროზინი 35 სფ

კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.

 

ფაინსულფური

ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.

ფაინსულფურის უპირატესობები

✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;