პროდუქცია
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ფლოკი
ფლოკი არის სისტემური მოქმედების, ტრიაზოლის ჯგუფის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილებზე. ეს არის პრეპარატი, რომელსაც აქვს უმაღლესი დამცავი და თერაპიული თვისებები როგორც ნაყოფზე, ასევე ფოთლებზე - ვაშლისა და მსხლის შავი ლაქიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში — Venturia spp. მას აქვს ადგილობრივი სისტემური და ძლიერი ტრანსლამინარული ეფექტი. შესხურების შემდეგ სწრაფად შედის მცენარეში და აქტივირდება ძალიან მალე - 2 საათში.
ჯამერი
ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.

