Showing 25–36 of 121 results

ჩვენება 9 12 18 24

ალფოსეთილი

ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

ამინოსოლი

მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში

✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;

ანტიფოამ პრო

დანამატი ქაფის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად და გასაქრობად. გამოიყენებამცენარეთა დაცვის საშუალებების სამუშაო ხსნარების მომზადებისა და თხევადი სასუქის რეზერვუარების შევსების დროს. ლებოსოლ

არვიკა

არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი

არვიკას უპირატესობები

✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;

ატრეუსი

ატრეუსი არის ფუნგიციდი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, რომელიც წარმოადგენს ორი განსხვავებული აქტიური ნივთიერების კომბინაციას. ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან ერთ-ერთია პირმეთანილი, ანილნოპირიმიდინის ჯგუფის კონტაქტური და ტრანსლამინარული ფუნგიციდი, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.

აქუაბორი

აქუაბორი არის ბორის შემცვლელი თხევადი ორგანული სასუქი , რომელიც გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში. იგი  გამოირჩევა ბორის მაღალი შემცველობით, რის გამოც მცენარეს შეულძია, რომ მიიღოს განვითარებისთვის საკმარისი ბორის საჭირო რაოდენობა. აქუაბორი ხელს უწყობს ყვავილების წარმოქმნისა და დამტვერიანების პროცესს, რისი დამსახურებითაც ზრდის მცენარეების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში  მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა კულტურაში.

✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ ახალი ფორმულირების ტექნოლოგია აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას და ზრდის მცენარეთა ტოლერანტობას.;

ბასაკოტე პლუსი 16-8-12 (6M)

ბასაკოტე პლუსი 16-8-12 (6M)-ის უპირატესობები

✔️მაკრო და მიკროელემენტების ჰომოგენური მიწოდება;
✔️გაკრული გრანულის ზომა 2,5-3,5 მმ ნიადაგში თანაბარი განაწილებისთვი;
✔️ ეფექტურად აცილებს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ფიქსაციას;
✔️ ნაკლები გამორეცხვა და დაბალი მარილიანობა;
✔️ ხელს უწყობს კარგ ფესვთა სისტემის ფორმირებას;

ბასფოლიარ ავანტ ნატური

ბასფოლიარ ავანტ ნატურის უპირატესობები

✔️ შეიცავს სრულად მცენარეული წარმოშობის ამინომჟავებს;
✔️ ამინომჟავების უნიკალური შემადგენლობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და უსაფრთხოებას;
✔️ ბიოლოგიურად აქტიური L- ტიპის ამინომჟავების მაღალი რაოდენობა;
✔️ სპეციალურად შექმნილია სტრესის ტოლერანტობის გასაუმჯობესებლად და მცენარის ზრდისა და განვითარების სტიმულირებისთვის.

ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)

ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.

ბექჰენდი

ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.

ბლაუკორნ 12-12-17 +S+MgO

გრანულირებული მყარი არაორგანული მაკროელემენტური სასუქი მაღალი კალიუმის მოთხოვნილების მქონე კულტურებისთვის. თითოეული გრანულა შეიცავს ყველა საკვებ ნივთიერებას და მიკროელემენტს. მცენარეთა მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ფორმულირება მაგნიუმით, გოგირდით და მიკროელემენტებით. შეიცავს მაღალი რაოდენობით ფოსფატ.

ბოტრეფინი

ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.