მოლიბდენის საჭიროება მცენარისთვის 

 ნიტრატების რედუქციის რეაქციების კატალიზატორია. მონაწილეობს ქლოროფილის სინთეზში, შედის ფერმენტების, მათ შორის კოჟრის ბაქტერიებისთვის აზოტფიქსაციის ფერმენტის შემადგენლობაში.

  • ქლოროფილის სინთეზი;
  • კატალიზატორი მცენარეში ნიტრატიდან ნიტრიტად გარდაქმნისას;
  • გარკვეული ფერმენტების შემადგენელი ნაწილი, მაგ. აზოტიზაცია.

მოლიბდენის დეფიციტის სიმპტომები

დეფიციტის სიმპტომებია, ფოთლების წვეროების ნეკროზი და ხვევა, ძველი(ქვედა იარუსის) ფოთლების ქლოროზი. ფოთლის ფირფიტა მცირე ზომისაა და ხმება, შესაძლებელია ფოთოლს მიეცეს კაუჭის ფორმა(კომბოსტოში).

რა ფაქტორები ზრდის მოლიბდნის დეფიციტის ალბათობას?

  • ნიადაგის დაბალი pH;
  • გამორეცხვა ცუდად ტექსტურირებულ კირიან ნიადაგში.