მაგნიუმის საჭიროება მცენარისთვის
მაგნიუმი არის მრავალი ფერმენტული რეაქციის აქტივატორი, კატალიზატორი ნიტრატების რედუუქციის რეაქციებში, მონაწილეობს ფოსფატებისა და ცილების სინთეზში, მცენარეში წყლის რეგულაციაში. შედის ქლოროფილის შემადგენლობაში.
- ქლოროფილის მოლეკულის ცენტრალური ატომი;
- მაგნიუმი არის ქლოროფილის მთავარი „ინგრედიენტი“, მწვანე პიგმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ფოტოსინთეზზე;
- მცენარის მაგნიუმზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ყვავილობის პერიოდში, მაგრამ სტაბილური მარაგი აუცილებელია მთელი სეზონის განმავლობაში.
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები
მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომებია ფოთლების გაყვითლება, გაყავისფრება და ჩამოცვენა ვეგეტაციის დასაწყისში. ცვივა განუვითარებელი ფოთლები. დეფიციტი შეინიშნება ქვიშნარ, მჟავე ნიადაგებში კალიუმის მაღალი შემცველობით. ასევე ტენიანობა და სიცივე იწვევს ელემენტის დეფიციტს.
რა ფაქტორები ზრდის მაგნიუმის დეფიციტის ალბათობას?
- მჟავე ნიადაგი;
- ქვიშიანი ან მსუბუქი ნიადაგი;
- სიცივე და ტენიანობა;
- ნიადაგი კალიუმის მაღალი შემცველობით.
