LID6130C FAO 550
| კულტურები | სიმინდი |
|---|---|
| მწარმოებელი ქვეყანა | საფრანგეთი |
| მწარმოებელი | Lidea |
| მარცვლის დიამეტრში | 18 |
| ათასი მარცვლის წონა | 370 |
| მარცვალი რიგში | 28 |
მარცვლის მოსავლის პოტენციალი
LID6130C FAO 550 არის რეგულარულად სტაბილური ჰიბრიდი, რომელიც გამოირჩევა მარცვლის მოსავლის ძალიან მაღალი პოტენციალითა და კარგი ადრეული ზრდით. მას ახასიათებს ძლიერი ღერო და ქარის მიმართ განსაკუთრებული გამძლეობა. ეს არის კბილისებური ტიპის საშუალო სიმაღლის მცენარე, რომლის ტაროც ღეროს შუა ნაწილშია მიმაგრებული. ჯიში ყვავილობისთვის საჭიროებს 1000° დაგროვილ ტემპერატურას, ხოლო ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე — 2030°-ს. თესვის რეკომენდებული ნორმა ჰექტარზე შეადგენს 85,000 მარცვალს ნორმალურ პირობებში, ხოლო საუკეთესო პირობებში — 90,000 მარცვალს.
| მახასიათებელი | შეფასება | |
| ადრეული ზრდა | კარგი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
| რეზისტენტობა: ჩაწოლა | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| რეზისტენტობა: ტაროს ფუზარიოზი | ძალიან კარგი | 🟢🟢🟢🟢🟢 |
| Stay Green | კარგი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
| მარცვლის შრობა | სწრაფი | 🟢🟢🟢🟢⚪ |
მსგავსი პროდუქცია
ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჯამერი
ჯამერი ეფექტურად მოქმედებს როგორც დაბალ ტემპერატურაზე, ისე დაავადების აქტიურ ფაზაში გამოყენებისას, რადგან სოკოს მიცელიუმის ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. რა დროსაც ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს და ანადგურებს სოკოებს. არ გადააჭარბოთ ჯამერით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.




