ჩვენება 9 12 18 24

MC სეტი

ბიომოლეკულების კომპლექსზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამდიდრებულია ბორისა და თუთიის მინერალური ფრაქციით და ხელს უწყობს მცენარეში ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის პროცესების სტიმულირებას ✔️ ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის სტიმულირება; ✔️ ეფექტურობა სხვადასხვა პირობებში; ✔️ მდგრადი და ნატურალური ნედლეული; ✔️ მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესება;

PK მაქსი

ფოსფორისა და კალიუმის შემცველი თხევადი სასუქი, რომელიც ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. PK მაქსი ასევე გამოირჩევა სტიმულატორული მოქმედებით მცენარეების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში გამოყენებისასას. ამავდროულად ზრდის მოსავლიანობას, ეხმარება დამწიფებაში და ხელს უწყობს შაქრიანობის მომატებას. კარტოფილში მისი გამოყენება ზრდის ტუბერებს და ასქალებს კანს. PK მაქსის უპირატესობები ✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ; ✔️ ახანგრძლივებს შენახვის ვადას: ფოსფორისა და კალიუმის კარგ მარაგს შეუძლია გაახანგრძლივოს მოსავალ აღებული ნაყოფის შენახვის ვადა.;

არვიკა

არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი არვიკას უპირატესობები ✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ; ✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი; ✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;

ატრეუსი

ატრეუსი არის ფუნგიციდი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, რომელიც წარმოადგენს ორი განსხვავებული აქტიური ნივთიერების კომბინაციას. ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან ერთ-ერთია პირმეთანილი, ანილნოპირიმიდინის ჯგუფის კონტაქტური და ტრანსლამინარული ფუნგიციდი, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.

ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)

ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.

ბექჰენდი

ბექჰენდი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი დამცავი და პროფილაქტიკური მოქმედებით. ის აფერხებს სპორების გაღივებას, აღმოცენებას, მიცელიუმის განვითარებას და სპორების წარმოქმნას. პირაკლოსტრობინისა და დითიანონის მოქმედების გაერთიანებით კი ბექჰენდს აქვს განსაკუთრებული უნარი ებრძლოს ხეხილის შავ ლაქიანობას. მას აქვს ხანგრძლივი და დამცავი ეფექტი.

ბოტრეფინი

ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

ბრექსილ კალციუმი

ბრექსილ კალციუმი უპირატესობები ✔️ სრული და სწრაფი ათვისება; ✔️ აგარიდებთ კალციუმის დეფიციტსა და ნაყოფის ფუძის სიდამპლეს; ✔️ გრძელვადიანი ეფექტი ; ✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;

ბროტავერდი

ორმაგი მოქმედების  ბუნებრივი სტიმულატორი და სისტემური დამცველი. ბროტავერდის პირდაპირი დანიშნულებაა მცენარეში ლიგნინის დასქელება, რისი მეშვეობითაც მცენარე დაცული ხვდება ნებისმიერ პათოგენს. ✔️ აძლიერებს ქსილემის ჭურჭლებს; ✔️ ლიგნინის გასქელებით, ბუნებრივად იცავს მცენარეს ვასკულარული დაავადებიბისგან, მაგალითად ფიტოპტორასგან; ✔️ ზრდის ნაყოფის ხარისხსა და მწვანე მასას; ✔️ აძლიერებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას;

გარსია

გარსია არის ფუნგიციდი, რომელიც იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან. ის მუშაობს სპორების გაღივების, გაღივების მილების, მიცელიუმის განვითარებისა და სპორების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

დეტოლი ემა

დეტოლი ემა არის კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბოსტნეულის, ხეხილისა და სხვა კულტურების მავნებლების გასაკონტროლებლად. მას მაღალი აქტივობა აქვს ქერცლფრთიანი მავნებლების (პეპლების), ტკიპების, ხეშეშფრთიანებისა და თანაბარფრთიანების წინააღმდეგ. ეფექტურია მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ. დეტოლი ემას უპირატესობები ✔️ მრავალმხრივი მოქმედება მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ეფექტურობა მატლის ფაზაში მყოფი მავნებლების წინააღმდეგ; ✔️ ნერვული სისტემის დარღვევის უნიკალური მექანიზმი;

ერიზო

ერიზო არის ორგანული, Bacillus sublis- ზე დაფუძნებული ფუნგიციდი. მისი შემცველი მცენარეული ამინომჟვები აზოგინებენ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ენერგიას, ხოლო ბაქტერიები გამოყოფენ პათოგენისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. პროდუქტის გამოყენება შეიძლება მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის გარეშე. აუცილებელია მიმწებებლის გამოყენება