თუთიის როლი მცენარისთვის
თუთია აკონტროლებს ფერმენტული რეაქციების სწორ აქტივობას, არის ნიტრატების რედუქციის რეაქციების კატალიზატორი, მნიშვნელოვანია ენერგიის მეტაბოლიზმისთვის, ნუკლეინის მჟავების, ამინომჟავების, ფიტოჰორმონებისა და ვიტამინების წარმოქმნისთვის. პასუხისმგებელია მტვერის მარცვლების ფერტილობაზე. ეხმარება მცენარეს შეითვისოს კალციუმი.
- მრავალი ფერმენტული სისტემის სწორი ფუნქციონირება;
- ნუკლეინის მჟავების სინთეზი და ენერგეტიკული მეტაბოლიზმი;
- ცილების მეტაბოლიზმი.
რა ხდება თუთიის დეფიციტის დროს?
თუთიის დეფიციტი გამოიხატება ფოთლებზე მკრთალი ზოლებით, პატარა ზომისა და ნარინჯისფერი სამკუთხედის ფორმის ლაქებით.
რა ფაქტორები ზრდის თუთიის დეფიციტის ალბათობას?
- ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი;
- მაღალი pH ;
- ფოსფორისა და სპილენძის მაღალი შემცველობა ნიადაგში;
- აზოტის გადაჭარბებული მიწოდება;
- სიცივე და ტენიანი პირობები.
