პროდუქცია
მაგფოსი
მაგფოსის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ საკვები ნივთიერებების ეფექტური მიწოდება: მაგფოსი მცენარეებს უზრუნველყოფს ზრდისა და მაღალ მოსავლიანობისთვის საჭირო ფოსფორისა და მაგნიუმის ოპტიმალური ნაზავით. ;
✔️ მაგფოსი აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და მატებს მას გამძლეობას. ;
მასტერი 18.18.18 +3MgO+6SO3 +TE
წყალში ხსნადი მიკროკრისტალური სასუქი, რომელიც ხასიათდება სწრაფი და სრული ხსნადობით და გამოიყენება ფერტიგაციის სისტემებში.
მასტერის სასუქებში ელემენტების სხვადასხვა ფორმულირებით შემცველობა უზრუნველყოფს ყველა კულტურის საკვები ელემენტებით მომარაგებას ყველა ფენოლოგიურ ფაზაში და ყველა ტიპის ნიადაგზე, რაც განაპირობებს როგორც ხარისხს , ისე მოსავლიანობის გაზრდას.
მასტერი 18.18.18 +3MgO+6SO3 +TE-ის უპირატესობები
✔️ სრული და სწრაფი ხსნადობა;
✔️ დამზადებულია მაღალი ხარისხის ნედლეულით;
✔️ გამდიდრებულია EDTA- სა და მიკროელემენტების ნაერთებით ;
✔️ არ შეიცავს ნატრიუმსა და ქლორიდებს;
მეგაფოლი
მცენარეთა ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი პრეპარატი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს, ბეტაინებს და ბუნებრივ ზრდის ფაქტორებს. ის ხელს უწყობს ფოტოსინთეზის აქტივობას, უჯრედების მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციას და მცენარის სტრესთან გამკლავებას. ბეტაინი მცენარეს იცავს ოსმოსური სტრესისგან, ხოლო ბუნებრივი ჰორმონები არეგულირებენ ზრდისა და განვითარების პროცესებს. მეგაფოლი ასევე აუმჯობესებს სასუქებისა და აგროქიმიური ნივთიერებების შეთვისებას, რაც ზრდის მათი გამოყენების ეფექტურობას.
✔️ ამცირებს აბიოტური სტრესს;
✔️ დაფუძნებულია სელექციური-მცენარეულ ექსტრატებზე;
✔️ აუმჯობესებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას;
✔️ კარგი თავსებადობა სხვა პრეპარატებთან და მათი ეფექტურობის გაუმჯობესება;
მეტფინი
მეტფინი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც იცავს მცენარეს ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან როგორებიცაა: სეპტორიოზი, ჟანგა, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი და სხვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება, მეტკონაზოლი, აფერხებს სოკოს სეროტონინის სინთეზსს, რაც ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. მეტფინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას და იოლად აითვისება მცენარეების მიერ.
მირიქალი
მირიქალ 25 ეკ არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურებში სოკოვანი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკისთვის. ის ეფექტურია სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორისაა: ხორბლის ჟანგა, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა და ალტერნარიოზი. ტებუკონაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით, რომელიც წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანის აუცილებელ კომპონენტს. ეს იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის დარღვევას და საბოლოოდ მის კვდომას.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;




