პროდუქცია
MC სეტი
ბიომოლეკულების კომპლექსზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც გამდიდრებულია ბორისა და თუთიის მინერალური ფრაქციით და ხელს უწყობს მცენარეში ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის პროცესების სტიმულირებას
✔️ ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის სტიმულირება;
✔️ ეფექტურობა სხვადასხვა პირობებში;
✔️ მდგრადი და ნატურალური ნედლეული;
✔️ მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესება;
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
ბოტრეფინი
ბოტრეფინი არის კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა ქიმიური კლასის მოქმედი ნივთიერებისგან და ფართო სპექტრით მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის (Botrys cinerea) და მეორეული სიდამპლის წინააღმდეგ. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის, მარწყვისა და სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურის დაცვის მიზნით. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
თუთია 700
თუთია 700-ის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები ;
✔️ მაღალი კონცენტრაცია: თუთია 700 სკ შეიცავს თუთიის მაღალ კონცენტრაციას - 700 მგ/ლ ;
✔️ სასუქის გამოყენება შესაძლებელი ორგანულ მეურნეობებში ;
✔️ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი: თუთია აუცილებელი მიკოელემენტია მცენარეებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებში.;
კალიუმ 450
კალიუმ 450-ის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ გაუმჯობესებული ნაყოფის შეფერილობა, სიმკვრივე და გამძლეობა ზამთარში აძლიერებს რეზისტენტობას არახელსაყრელი პირობების მიმართ. ;
✔️ საკვები ნივთიერებების სწრაფი ათვისება: ფოთლის მეშვეობით კალიუმის პირდაპირი ათვისება მცენარეებს ხელს უწყობს ზრდასა და აბიოტურ სტრესთან (მაგ. გვალვასთან) გამკლავებაში. ;
კაპტანი
ტაკკაპტანი არის პროფილაქტიკური და თერაპიული ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ხასიათდება განსაკუთრებული მომქედებითა და ეფექტურობით ოომიცეტების ჯგუფის პათოგენების წინააღმდეგ, მათ შორის: ფიტოფტორა და სხვა ფესვის სიდამპლეები. ასევე ხასიათდება ეფექტური მოქედებით ჭრაქისა და სხვადასხვა სოკოთი გამოწვეული ლაქიანობის წინააღმდეგ -მრავალ კულტურაში.
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
მაგფოსი
მაგფოსის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ საკვები ნივთიერებების ეფექტური მიწოდება: მაგფოსი მცენარეებს უზრუნველყოფს ზრდისა და მაღალ მოსავლიანობისთვის საჭირო ფოსფორისა და მაგნიუმის ოპტიმალური ნაზავით. ;
✔️ მაგფოსი აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და მატებს მას გამძლეობას. ;






