ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
ფორმულა სუპერი
ფორმულა სუპერი 5 ეკ არის სელექციური, ამოსვლის-შემდგომი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი მახვილფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ. გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით-სარეველას მიერ პრეპარატის ათვისება ხდება სწრაფად და შედეგები ხილულია გამოყენებიდან 5 დღემდე ვადაში, ხოლო 10 დღემდე ვადაში სარეველა სრულიად იღუპება.
ფერტირეგ ექტსრა
თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ფერტირეგ ექსტრა მცენარეს ამარაგებს ადვილად ათვისებადი აზოტით, რაც აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ფუნქციონირებას ბუსუსოვანი ფესვების განვითარების ხარჯზე
✔️ არ ტოვებს ქიმიურ დანალექს;
✔️ მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლებაში;
✔️ ზრდის ფერმენტების აქტივობას ნიადაგის ორგანულ ფრაქციებში და აუმჯობესებს მის სტრუქტურას;
✔️ ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას;
✔️ პრეპარატს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი CAAE და მისი გამოყენება
ნებადართულია ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობაში
✔️ ორგანული ნივთიერებების შესათვისებლად მცენარე არ ხარჯავს ენერგიას;
✔️ მცენარეს ამარაგებს აზოტით;
იქსტენდერ როუ ულტრა
იქსტენდერ როუ ულტრას უპირატესობები
✔️ ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზემების განვითარებას ფილოსფეროში;
✔️ აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას გაზრდილი მიკრობიოლოგიური აქტივობების შედეგად;
✔️ მყისიერი მოქმედება მეორადი მეტაბოლიტების საშუალებით;
✔️ ეხმარება მცენარეს სტრესული პირობებისთვის მომზადებაში;
✔️ ზრდის ხარისხს და მოსავლიანობას;
✔️ გრძელვადიანი მოქმედება მიკროფლორის აქტივირების საშუალებით.

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა
იანვარი 15, 2026
კომენტარები ჯერ არ არის

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
დეკემბერი 22, 2025
კომენტარები ჯერ არ არის

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
ნოემბერი 6, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები









































