კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
მაგფოსი
მაგფოსის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ საკვები ნივთიერებების ეფექტური მიწოდება: მაგფოსი მცენარეებს უზრუნველყოფს ზრდისა და მაღალ მოსავლიანობისთვის საჭირო ფოსფორისა და მაგნიუმის ოპტიმალური ნაზავით. ;
✔️ მაგფოსი აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და მატებს მას გამძლეობას. ;
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები








































