ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
კროშე
კროშე არის აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის ტკიპებს. მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის კვერცხებზე. პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. იგი მოქმედებს შერჩევითად. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ მავნებელსაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ /სასარგებლო/ ტკიპებს. ეფექტურია მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც საუკეთესო პრეპრატია ანტირეზისტენტულ სისტემაში გამოსაყენებლად თავსებადია სხვა პესტიციდებთან და წყალში ხსნად სასუქებთან.
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
არვიკა
არვიკა შექმნილია ნაცრის კონტროლის უზრუნველსაყოფად განსხვავებული ტიპის კულტურებში.იგი მოქმედებს პათოგენების წინააღმდეგ ორი გზით: ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილებას კულტურების ინფიცირებისგან და ინფექციის ადრეულ ეტაპებზე გამოყენებისას შეუძლია უზრუნველყოს სამკურნალო კონტროლი
არვიკას უპირატესობები
✔️ ორმაგი მოქმედება პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ პათოგენების ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ ეფექტურობა დაბალი დოზით;
ნუტრიპლანტი
ნუტრიპლანტის უპირატესობები
✔️ ✓შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები.;
✔️ ნუტრიპლანტი გთავაზობთ აზოტის ნაერთების, ფოსფატისა და კალიუმის ოქსიდის დაბალანსებულ კომბინაციას. ;
✔️ ნუტრიპლანტი ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდას, უზრუნველყოფს მათ საჭირო საკვები ნივთიერებებით და ეხმარება ისეთი ფიზიოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციაში, როგორიცაა ფოტოსინთეზი და ფერმენტების აქტივობა. ;
✔️ საჭირო საკვები ნივთიერებების ოპტიმალური მიწოდებით უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას და. ხარისხის გაუმჯობესებას.;

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები








































