შუგარ ტრანსფერი
შუგარ ტრანსფერის უპირატესობები
✔️ ზრდის შაქრიანობას;
✔️ აუმჯობესებს ნაყოფისა და მცენარის შეფერილობას;
✔️ ასწრაფებს მომწიფებასა და დარბილების ადრეული ლპობის გარეშე;
✔️ აუმჯობესებს ფოტოსინთეზურ აქტივობასა და ნივთიერებათა ტრანსპორტს;
✔️ აუმჯობესებს აქტივობას მომდევნო წელს;
✔️ ზრდის დეკორატიული ყვავილების შეფერილობასა და ზომას;
სილტანი
სილტანი არის ფართო სპექტრის მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც მწერების ნერვული სისტემის აღგზნებადობის ხარჯზე ანადგურებს მავნებლებს. მოქმედებს კონტაქტური და მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით. გამოიყენება ყველა კულტურაში. ახასიათებს ეფექტური და სწრაფი მოქმედება. არ გადააჭარბოთ სილტანით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.
კალიუმ 450
კალიუმ 450-ის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ გაუმჯობესებული ნაყოფის შეფერილობა, სიმკვრივე და გამძლეობა ზამთარში აძლიერებს რეზისტენტობას არახელსაყრელი პირობების მიმართ. ;
✔️ საკვები ნივთიერებების სწრაფი ათვისება: ფოთლის მეშვეობით კალიუმის პირდაპირი ათვისება მცენარეებს ხელს უწყობს ზრდასა და აბიოტურ სტრესთან (მაგ. გვალვასთან) გამკლავებაში. ;
ნო-ფლაი
ნო-ფლაი არის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი. სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედების დამსახურებით აცეტამიპრიდი ადვილად შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება ყველა ორგანოში, რის გამოც ნო-ფლაის ეფექტი ვლინდება მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებზეც კი. გამოიყენება ყველა კულტურაში. შესაბამისად, მავნებლები იღუპებიან არა მარტო პრეპარატთან უშუალო კონტაქტის, ასევე დამუშავებული მცენარეებით კვების შემდეგ. არ გადააჭარბოთ ნო-ფლაით შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას.
დეტოლი გლიფო 540
დეტოლი გლიფო 540 არის გლიფოსატის შემცველი სისტემური, არასელექციური, ფართო სპექტრის მოქმედების ჰერბიციდი, რომელიც შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება მცენარეში. ნიადაგთან კონტაქტისას ინაქტივირდება და გამოიყენება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინააღმდეგ.
დეტოლი გლიფო 540-ის უპირატესობები
✔️ სწრაფი მოქმედება;
✔️ გაადვილებული ტრანსპორტი;
✔️ ჩამორეცხვის მიმართ გამძლეობა;
✔️ ეფექტურად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე;

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა
იანვარი 15, 2026
კომენტარები ჯერ არ არის

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
დეკემბერი 22, 2025
კომენტარები ჯერ არ არის

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
ნოემბერი 6, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები








































