ფუდინი
ფუდინი არის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი და აქვს , როგორც სამკურნალო , ასევე პრევენციული მოქმედება. გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს, სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.
ტრინიტი
ტრინიტი არის სელექციური ჰერბიციდი ნიადაგზე ზემოქმედებისთვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ნათესების მარცვლოვან და ორლებნიან სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის აფერხებს უჯრედების გაყოფას და სიცოცხლისუნარიანობას სარეველას ფესვებსა და ყლორტებში
ტრინიტის უპირატესობები
✔️ სარეველების გრძელვადიანი კონტროლი;
✔️ შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ერთწლიან ბალახებზე;
✔️ აღმოცენებამდელი და აღმოცენების შემდგომი მოქმედება (ადრეულ ეტაპებზე);
ბლაუკორნ 12-12-17 +S+MgO
გრანულირებული მყარი არაორგანული მაკროელემენტური სასუქი მაღალი კალიუმის მოთხოვნილების მქონე კულტურებისთვის. თითოეული გრანულა შეიცავს ყველა საკვებ ნივთიერებას და მიკროელემენტს. მცენარეთა მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ფორმულირება მაგნიუმით, გოგირდით და მიკროელემენტებით. შეიცავს მაღალი რაოდენობით ფოსფატ.
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;
Vegas Hero Casino App Geheimtipps für maximalen Gewinn
Ingresa a StarVegas y El Jackpot te Espera
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები







































