კურატიო
კურატიო არის ფართო სპექტრის მოქმედების სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს ისეთ სოკოვან დაავადებებს, როგორებიცაა ფიტოფტორა, ნაცარი და სხვა. პრეპარატის ადრეული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონში. გამოყენება შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ისე სათბურში. გარდა იმისა, რომ ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს, ის ასევე მოქმედებს, როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი. არ გადააჭარბოთ კურატიოთი შეწამვლის რეკომენდებულ რაოდენობას. დიდი დოზების შერევამდე სასურველია წინასწარი თავსებადობის ტესტის ჩატარება.
სმარტვეთი
სმარტვეთის უპირატესობები
✔️ ეფექტური გაშლა და დაფარვა: უზრუნველყოფს ხსნარის თანაბარ განაწილებას მცენარის ზედაპირზე;
✔️ შეღწევადობა: ეხმარება ხსნარის სტომატებში შეღწევას, რაც აუმჯობესებს მცენარის მიერ პესტიციდების ათვისების ხარისხსა და სიჩქარეს;
✔️ წვიმის მიმართ მდგრადობა: პესტიციდები სწრაფად აღწევენ სამიზნე უბნებზე და ინარჩუნებენ ეფექტურობას წვიმის პირობებში;
✔️ წყლისა და პესტიციდების დაზოგვა: ამცირებს პესტიციდებისა და წყლის გამოყენების © საჭიროებას 70-80%-ით;
✔️ ეკოლოგიური სარგებელი: ამცირებს პესტიციდების ნარჩენებს, არატოქსიკურია და ეკოლოგიურად უსაფრთხოა;
ჰექტაშ ბორდო
ჰექტაშ ბორდო შეიცავს 20% მეტალურ სპილენძს, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების საკონტროლოდ, როგორიცაა ჭრაქი, ქეცი, ფიტოპტორა, ფოთლის სიხუჭუჭე და სხვა. გამოირჩევა პრევენციული მოქმედებით და იცავს მცენარეებს ახალი ინფექციებისგან.
ჰექტაშ ბორდოს უპირატესობები
✔️ ეფექტურობა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
✔️ პრევენციული მოქმედება;
✔️ რეზისტენტობის პრობლემის გადაჭრა;
კუპროზინი 35 სფ
კუპროზინი არის ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია სპილენძის ოქსიქლორიდზე. უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35%-იან ფუნგიციდს და ბაქტერიოციდს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა სპექტრის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების წინააღმდეგ.
PK მაქსი
ფოსფორისა და კალიუმის შემცველი თხევადი სასუქი, რომელიც ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. PK მაქსი ასევე გამოირჩევა სტიმულატორული მოქმედებით მცენარეების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში გამოყენებისასას. ამავდროულად ზრდის მოსავლიანობას, ეხმარება დამწიფებაში და ხელს უწყობს შაქრიანობის მომატებას. კარტოფილში მისი გამოყენება ზრდის ტუბერებს და ასქალებს კანს.
PK მაქსის უპირატესობები
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ ახანგრძლივებს შენახვის ვადას: ფოსფორისა და კალიუმის კარგ მარაგს შეუძლია გაახანგრძლივოს მოსავალ აღებული ნაყოფის შენახვის ვადა.;

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა
იანვარი 15, 2026
კომენტარები ჯერ არ არის

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას
დეკემბერი 22, 2025
კომენტარები ჯერ არ არის

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
ნოემბერი 6, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები








































