ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
სებირი
პრევენციული და სამკურნალო ფუნგიციდი, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია სისტემური მოქმედების მეტალაქსილი და კონტაქტური მოქმედების ფლუდიოქსონილი. ფუნგიციდი შექმნილია თანამედროვე სუსპენზირებული კონცენტრატის ფორმულაციით და ებრძვის ნიადაგური წარმოშობის პათოგენებს.
✔️ შერეული მოქმედების უნარი;
✔️ ეფექტურობა ნიადაგური პათოგენების წინააღმდეგ;
✔️ მრავალმხრივი გამოყენება;
ცელფოსი
სანდო, ეკონომიური და ეფექტური ფუმიგანტი, რომელიც გამოიყენება მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის უსაფრთხო დასაწყობებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის ფუმიგაციისთვის (ბრეზენტით ან საფარით დაფარული სივრცეები, ცარიელი საწყობები, გადაზიდვის კონტეინერები, გემის სადგომები და ვერტიკალური რეზერვუარები) და უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლს მარცვლეულში, პარკოსნებში, ზეთოვან კულტურებში, ჩირში, სანელებლებსა და ცხოველთა საკვებში, ასევე არასასურსათო პროდუქტებში,როგორიცაა თამბაქო და ბამბა.
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ბროტავერდი
ორმაგი მოქმედების ბუნებრივი სტიმულატორი და სისტემური დამცველი. ბროტავერდის პირდაპირი დანიშნულებაა მცენარეში ლიგნინის დასქელება, რისი მეშვეობითაც მცენარე დაცული ხვდება ნებისმიერ პათოგენს.
✔️ აძლიერებს ქსილემის ჭურჭლებს;
✔️ ლიგნინის გასქელებით, ბუნებრივად იცავს მცენარეს ვასკულარული დაავადებიბისგან, მაგალითად ფიტოპტორასგან;
✔️ ზრდის ნაყოფის ხარისხსა და მწვანე მასას;
✔️ აძლიერებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას;

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები







































