ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
დეტოლი გლიფო 450
დეტოლი გლიფო 450 წარმოადგენს ტოტალური მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც სრულად ანადგურებს გავრცელებულ სარეველებს, მათ ფესვთა სისტემასა და ყლორტებს. მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიფოსატი.
დეტოლი გლიფოს უპირატესობები
✔️ამცირებს რეზისტენტული სარეველების პრობლემას;
✔️ მცენარეზე წებვადობის მაღალი დონე;
✔️ თავსებადია სხვა პროდუქტებთან;
✔️ კონკურენტული ფასი;
ფაინსულფური
ფაინსულფური არის ფუნგიციდი და აკარიციდი, რომელიც შექმნილია წყალში დისპერსიული გრანულების სახით და შეიცავს 80% გოგირდს. მოცემული ფორმულირება დიდ უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს და არის ეკოლოგიურად სუფთა. წყლის დისპერსიული გრანულები უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რადგან არ წარმოქმნის მტვერს.
ფაინსულფურის უპირატესობები
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებო;
✔️ მარტივი გამოყენება და ტრანსპორტირება;
✔️ ეფექტურობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და ნარჩენების არარსებობა;
ამინოსოლი
მცენარის ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი საშუალება, რომელიც მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებების სრულ კომპლექსს (ამინომჟავებს) აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ისე ნიადაგიდან განოყიერებისას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესულ პირობებში
✔️ ამინომჟავები აუქსინების სამშენებლო კომპლექსია და, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ უჯრედების გაყოფასა და ფესვების განვითარებაში;
✔️ განოყიერებულ მცენარეებს, ამინდის უკიდურესი ცვლილებებით გამოწვეულ სტრესულ პირობებში ან ჰერბიციდების არსებობისას უფრო სწრაფი აღდგენის უნარი აქვთ;
✔️ ამინოსოლი აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ეფექტურობასა და ტოლერანტობას;
პასატი
პასატი არის ფართო სპექტრის მოქმედების კონტაქტური ინსექტიციდი, რომლის მოქმედებაც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. გარდა ამისა პასატი მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე - ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების მოქმედებას. გამოიყენება როგორც ბოსტნეულში, ისე ხეხილოვან და მარცვლოვან კულტურებში გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ.

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები










































