ჰექტოლინეუმი
ჰექტოლინეუმი კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება კულტურათა მავნებლების მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მომქედების მექანიზმი გამოიხატება შემდეგნაირად -წყალში გახსნილი მინერალური ზეთის შესხურება ხდება ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე. შედეგად ჩვენი მცენარე დაიფარება მინერალური ზეთის თხელი აპკით -რაც შეაფერხებს მავნებლების სუნთქვის პროცესს და გამოიწვევს მათ კვდომას.
ჰექტაშ ქლიქი
ჰექტაშ ქლიქი არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის სოკოს სპორებს და მოქმედებს მათი განვითარების ყველა სტადიაზე. პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს დითიანონს,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთოლსა და ნაყოფის ზედაპირზე. ჰექტაშ ქლიქი ფარავს ფოთლებსა და ღეროებს მკვრივი ფენით, რომელიც არ ირეცხება წვიმის დროს. ფუნგიციდი თანაბრად ნაწილდება მცენარის ზედაპირზე, უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.
აქუაბორი
აქუაბორი არის ბორის შემცვლელი თხევადი ორგანული სასუქი , რომელიც გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში. იგი გამოირჩევა ბორის მაღალი შემცველობით, რის გამოც მცენარეს შეულძია, რომ მიიღოს განვითარებისთვის საკმარისი ბორის საჭირო რაოდენობა. აქუაბორი ხელს უწყობს ყვავილების წარმოქმნისა და დამტვერიანების პროცესს, რისი დამსახურებითაც ზრდის მცენარეების ვეგეტაციის ადრეულ პერიოდში მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა კულტურაში.
✔️ შეიცავს დამატენიანებელს, მიმწებებლ და ამთვისებელ აგენტს, რომლის მეშვეობითაც იზრდება კონტაქტის არეალი, არ ირეცხება და სრულფასოვნად აითვისება საკვები ნივთიერებები. ;
✔️ ახალი ფორმულირების ტექნოლოგია აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას და ზრდის მცენარეთა ტოლერანტობას.;

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები






































