აგრო ფორსი - ინოვაციური შესაძლებლობები
ფერმერებისთვის
ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები ინოვაციური და მდგრადი ტექნოლოგიებით
- ➜ ბიოსტიმულატორები
- ➜ მაღალტექნოლოგიური მცენარეთა დაცვის პროდუქტები
- ➜ უახლესი მოდიფიკაციის მექანიზაცია
ინოვაციური შესაძლებლობები
ფერმერებისთვის
ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები ინოვაციური და მდგრადი ტექნოლოგიებით
- ➜ ინოვაციური ბიოსტიმულატორები
- ➜ მაღალტექნოლოგიური მცენარეთა დაცვის პროდუქტები
- ➜ უახლესი მოდიფიკაციის ტექნიკა
პასატი
პასატი არის ფართო სპექტრის მოქმედების კონტაქტური ინსექტიციდი, რომლის მოქმედებაც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. გარდა ამისა პასატი მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე - ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების მოქმედებას. გამოიყენება როგორც ბოსტნეულში, ისე ხეხილოვან და მარცვლოვან კულტურებში გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ.
ელისიუმი
ელისიუმი არის ნატურალური წარმოშობის ორგანული ფუნგიციდი მრავალმხრივი მოქმედებით. პროდუქტი შედგება მიკროკაფსულირებული ფერმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ანადგურებენ სოკოს უჯრედის კედლებს, რის შედეგადაც პათოგენი კვდება. პრეპარატში კომპლექსირებული თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დახმარებით ელისიუმი აძლიერებს ფესვების ასიმილაციის პროცესს. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა ქიმიურ ფუნგიციდებთან ერთად. არის ნულოვანი დაბინძურების პროდუქტი და არ იწვევს რეზისტენტობას.
ვეჯექს კრისოილი
კრისოილი არის ბუნებრივ პირეთრინზე დაფუძნებული, ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოდ გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ. მასში შემავალი ბოტანიკური ექსტრაქტი ააქტიურებს მცენარის დამცავ მექანიზმებს სტრესული მდგომარეობების წინააღმდეგ.
ვეჯექს კრისოილის უპირატესობები
✔️ მცენარეს შეუძლია მაქსიმალურად შეითვისოს პრეპარატი;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
✔️ ბუნებრივად წარმოქმნის ფიზიკურ ბარიერს;
✔️ გამოიყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაში (მათ შორის, მოსავლის აღებისას და მის შემდეგ);
✔️ არ აქვს ლოდინის პერიოდი;
მობეტი
მობეტი არის ბუნებრივი ინსექტიციდი ფრთათეთრას წინააღმდეგ. დაფუძნებულია ექსკლუზიურად შერჩეულ საპონიფიცირებულ მცენარეულ ზეთებზე.
მობეტის უპირატესობები
✔️ ანადგურებს როგორც მავნებლებს ისე მის კვერცხებს;
✔️ გამაძლიერებელი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტი;
✔️ აქრობს მავნებლისა და დაავადებების გამოყოფილ ნარჩენებს;
✔️ აძლიერებს სხვა პრეპარატების მიმაგრებას, მათ შერევისუნარიანობას;
✔️ ასუსტებს წყლის ზედაპირულ დაჭიმულობას;
✔️ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენს;
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.
ბეთრინი – ინსექტიციდი (დელტამეტრინი)
ბეთრინი არის ფართო სპექტრის მოქმედების არასისტემური ინსექტიციდი, რომელსაც კონტაქტითა და მომნელებელი სისტემის გავლით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, რაც თრგუნავს ნერვული იმპულსების გადაცემას მწერის ორგანიზმში. ბეთრინს აქვს მავნებლების კონტროლის ხანგრძლივი ეფექტი განვითარების ყველა სტადიაზე. გამოიყენება ყველა კულტურაში.

როგორ გავზარდოთ ხორბლის მოსავლიანობა 30%-ით? სასუქების სწორი არჩევანი და ლიტვური ტერამილეს საიდუმლო
სექტემბერი 18, 2025
კომენტარები ჯერ არ არის

ბორდო: ფერმერების საიმედო დამხმარე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ
აგვისტო 19, 2025
კომენტარები ჯერ არ არის

შესაწამლი აპარატები: თქვენი მოსავლის საიმედო დამცველები
აგვისტო 19, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
ვაზი
სიმინდი
პომიდორი
ხორბალი
მზესუმზირა
თხილი
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები









































