ქილატუმი
ქილატუმი არის მცენარეული წარმოშობის კონტაქტური-ორგანული ინსექტიციდი, რომელიც მიიღება ტროპიკული მცენარეების ექსტრაქტისგან. ის ხელს უწყობს მცენარეების გაძლიერებას და მათ მიერ ტოქსინების გამომუშავებას, რაც იწვევს მავნებლების განადგურებას.
ქილატუმის უპირატესობები
✔️ აქვს როგორც დამცველობითი ისე რეპელენტური თვისება;
✔️ სელექციური მოქმედებით ანადგურებს მხოლოდ მავნებლებს და ნაკლებად საზიანოა მათი ბიოლოგიური მტრებისთვის;
✔️ ქილატუმის გამოყენებისას, სხვა სინთეზურ პრეპერატებთან შედარებით, რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა;
✔️ არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას;
ფნამეკი
ფნამეკი არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას.
ფნამეკის უპირატესობები
✔️ ფართო სპექტრის კონტროლი;
✔️ სელექციური მოქმედების ჰერბიციდი;
✔️ ეფექტურია ცივ ამინდეში;
✔️ დაბალი აორთქლებადობა - ნაკლები დანაკარგი;
✔️ სწრაფი ბიოდეგრადაცია ნიადაგში;
✔️ არ ხდება აკუმულირება გრუნტის წყლებში;
დეტოლი 2.4დ
აღმოცენების შემდგომი, სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი. იგი გამოიყენება ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების, ასევე ზოგიერთი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველას სახეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიანი მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის, სიმინდის, სორგოს, ფეტვის და ა.შ.
✔️ აჩერებს სარეველების ზრდას შესხურებისანავე;
✔️ არ ზღუდავს შემდგომ წლებში სხვა კულტურების წარმოებას;
✔️ არ არის ტოქსიკური და საშიში გარემოსთვის;
შუგარ ტრანსფერი
შუგარ ტრანსფერის უპირატესობები
✔️ ზრდის შაქრიანობას;
✔️ აუმჯობესებს ნაყოფისა და მცენარის შეფერილობას;
✔️ ასწრაფებს მომწიფებასა და დარბილების ადრეული ლპობის გარეშე;
✔️ აუმჯობესებს ფოტოსინთეზურ აქტივობასა და ნივთიერებათა ტრანსპორტს;
✔️ აუმჯობესებს აქტივობას მომდევნო წელს;
✔️ ზრდის დეკორატიული ყვავილების შეფერილობასა და ზომას;
ალფოსეთილი
ალფოსეთილი წარმოადგენს დაცვითი მოქმედების სისტემურ ფუნგიციდს. პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება: აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს პათოგენის სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადებების შემდგომ გავრცელებას, ამავდროულად იგი ააქტიურებს მცენარის იმუნურ სისტემას. პრეპარატს აქვს სწრაფი და ძლიერი ათვისებადობა. აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მოძრაობა როგორც ფოთლიდან ფესვებისკენ, ისე ფესვებიდან ფოთლებისკენ. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მიზნით ან დაავადების პირველადი სიმპტომების გამოჩენისთანავე.

იტალიური ბიოტექნოლოგიური გიგანტი Valagro ოფიციალურადა Syngenta-ს განუყოფელი ნაწილი გახდა

ციფრული აგრონომი თქვენს სამსახურში: როგორ პასუხობს „აგრო ფორსი“ დარგის მთავარ გამოწვევას

რატომ გახდა აუცილებელი მოსავლის მისაღებად სასუქების გამოყენება და რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში?
პარტნიორები
ჩვენი პარტნიორი კომპანიები









































